კალათბურთი

0:45 | 11.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბითაძემ ტრავმა მიიღო

ადრიატიკის ლიგის მე-19 ტური დანავსული გამოდგა გოგა ბითაძისთვის. ქართველი კალათბურთელის “ბუდუჩნოსტი” ბელგრადში “პარტიზანთან” 67:76 დამარცხდა, ბითაძემ კი ტრავმა მიიღო და მოედანზე მხოლოდ 03:22 წუთი გაატარა.

გოგა ბურთის მოხსნისთვის იბრძოდა, როდესაც დახტომისას ფეხი უხერხულად დადგა და სათადარიგოთა სკამზე კოჭლობით გადაინაცვლა. აღნიშნულ მცირე დროში ბითაძემ 2-დან 1 ორქულიანი გამოიყენა და აქტივში 2 მოხსნაც ჰქონდა. თუ რამდენად სერიოზულია 19 წლის ქართველი ლეგიონერის ტრავმა, ჯერჯერობით, უცნობია.
პოდგორიცელებს 13 მოგება და 6 მარცხი მოუგროვდათ და სატურნირო ცხრილში მეორე-მესამე ადგილებს სწორედ “პარტიზანთან” ინაწილებენ. ადრიატიკის ლიგის მოქმედი ჩემპიონი მე-20 ტურის შეხვედრას 4 მარტს, შინ, ხორვატულ “ზადართან” ჩაატარებს.

Loading...

კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
13:08 | 11.02.2019
federer (17) (14051)

თუ რაიმე ინფორმაციას ფლობთ გოგას ტრავმასთან დაკავშირებით დაწერეთ რამდენად სერიოზულია?

08:28 | 11.02.2019
sabonis (8860)

მთავარია მუხლი არ იყოს.

15:55 | 11.02.2019
sabonis (8860)

თუმცა კოჭიც საშიშია.

19:17 | 11.02.2019
federer (17) (14051)

დამერწმუნე კოჭი ბევრად უფრო რთულია ვიდრე მუხლიი
პირადი გამოცდილებიდან გეუბნებიი

02:16 | 11.02.2019
federer (17) (14051)

იმედია სერიოზული არაა ტრავმა

01:56 | 11.02.2019
პანტელეიმონი (4200)

იქნებ გაგვაგებინოთ რა დონის ტრამვა მიიღო გოგამ?

0.146738