ფეხბურთი

2:30 | 11.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

"იუვემ" უპირატესობა გაზარდა, "მილანი" ჩემპიონთა ლიგისკენ იყურება

იტალიის სერია A-ს XXIII ტურის შემდეგ ლიდერსა და მდევარს შორის სხვაობა კიდევ უფრო გაიზარდა. „ნაპოლიმ“ ქულები შაბათს დაკარგა და ამით მშვენივრად ისარგებლა „იუვენტუსმა“, რომელმაც „სასუოლო“ ადვილად დაამარცხა.

ტურინელებმა ბოლო ორი მატჩი წარუმატებლად ჩაატარეს და ბევრი კრიტიკაც მიიღეს. შესაბამისად, რეჯიო ემილიაში მასიმილიანო ალეგრის გუნდს ფეხის დაცდენის შესაძლებლობა არ ჰქონდა. არა სატურნირო მდგომარეობის გამო, არამედ კრიტიკის გასაქრობად. ასეც მოხდა, „იუვემ“ კარგი თამაში ჩაატარა და „სასუოლო“, რომელიც თავის მოედანზე ანგარიშგასაწევი გუნდია და ადვილი დასამარცხებელი სულაც არაა.

მიუხედავად ამისა, „ბებერმა ქალბატონმა“ ერთი ამოსუნთქით მოიგო. შესანიშნავი იყო კრიშტიანუ რონალდუ, რომელმაც სამივე გოლში ლომის წილი დაიდო. ჯერ მის დარტყმულს და მეკარის მოგერიებულს ხედირამ დაამატა, მერე თავად გაიტანა, ხოლო ბოლოს ემრე ჯანს საგოლე გადაცემა გაუკეთა. მოკლედ, რონალდუ „იუვეში“ თავს ჩინებულად გრძნობს და არც ასაკის მატებას იტყობს. ამასობაში ტურინელთა მონაგარი 63 ქულაა და სკუდეტო თითქმის დაბევებული აქვს. რთული წარმოსადგენია სხვა სცენარი მიუხედავად იმისა, რომ სეზონის დასრულებამდე 15 ტურია დარჩენილი.

თუ სკუდეტოსთვის ბრძოლა მკვდარია, სამაგიეროდ, ცოცხალია სალიგო ინტრიგა. ვინ გავა მეოთხე ადგილზე? პრედენტი ბევრია, მაგრამ ამჯერად „მილანია“ ოთხეულში. „როსონერი“ ბოლო დროს კარგ ფორმაშია, ცხადია, კრშიშტოფ პიონტეკი და ლუკას პაკეტა „როსონერის“ ჩინებულად მოერგნენ და ჯენარო გატუზოს გუნდს ახალი სისხლი შემატეს. ლომბარდიულმა გრანდმა „კალიარი“ ადვილად დაჩაგრა. ჩეპიტელის სწრაფ ავტოგოლს პაკეტას სადებიუტო გოლი მოჰყვა, ხოლო წერტილი პიონტეკმა დასვა. „მილანს“ 39 ქულა აქვს, მეოთხეზეა, მაგრამ კონკურენტების სუნთქვას გრძნობს და კონცენტრაცია არ უნდა დაკარგოს.

ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის „ატალანტაც“, რომელმაც შინ „სპალი“ რთულად, მაგრამ მაინც დაამარცხა. ბერგამოელები მალევე ჩამორჩნენ და ტაიმი წააგეს კიდეც, თუმცა მეორე ნახევარში იოსიპ ილიჩიჩისა და დუვან ძაპატას გოლებით 3 ქულა მაინც მოიპვეს. მომდევნო ტურში „ატალანტა“ „მილანს“ ხვდება და ბევრ რამეს გაარკვევს დამდეგი 90 წუთი.

დღის სხვა მატჩებიდან გამოსარჩევია ერთ-ერთი აუსტაიდერის, „ფროზინონეს“ მოულოდნელი საგარეო გამარჯვება „სამპდორიასთან“. „ტორინომ“ „უდინეზეს“ სძლია, ხოლო „ბოლონიამ“ და „ჯენოამ“ ქულები გაიყვეს.

„სასუოლო“ – „იუვენტუსი“ 0:3 (0:1)

რეჯიო ემილია, „მაპეი სთედიუმი“

„სასუოლო“ (4-3-3): კონსილი; ლიროლა, მანიანი, პელუზო, როჯერიო; ბურაბია (მანიანელი 79), სენსი, ლოკატელი; ბერარდი, ბაბაკარი (ბოგა 59), ჯურიჩიჩი (მატრი 56)

მწვრთნელი: რობერტო დე ძერბი

„იუვენტუსი“ (4-3-3): შჩესნი; დე შილიო, რუგანი, კასერესი, ალექს სანდრო; ხედირა (ბენტანკური 66), პიანიჩი, მატუიდი (ემრე ჯანი 85); ბერნარდესკი (დიბალა 83), მანჯუკიჩი, რონალდუ

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

გოლები: 0:1 ხედირა (23), 0:2 რონალდუ (70), 0:3 ემრე ჯანი (86)

გაფრთხილება: მანიანი (30), ბურაბია (38), ლიროლა (90) - პიანიჩი (6), ალექს სანდრო (27)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 9 (2) – 10 (5) ბურთის ფლობა: 51%-49% კუთხურები: 7:4 თამაშგარე: 1:3

მსაჯი: პაოლო მაცოლენი

„ბოლონია“ – „ჯენოა“ 1:1 (1:1)

გოლები: 1:0 დესტრო (17), 1:1 ლერაგერი (33)

„ატალანტა“ – „სპალი“ 2:1 (0:1)

გოლები: 0:1 პეტანია (8), 1:1 ილიჩიჩი (57), 2:1 ძაპატა (79)

„ტორინო“ – „უდინეზე“ 1:0 (1:0)

გოლი: 1:0 ოლა აინა (31)

„სამპდორია“ – „ფროზინონე“ 0:1 (0:1)

გოლი: 0:1 ჩიოფანი (25)

„მილანი“ – „კალიარი“ 3:0 (2:0)

გოლები: 1:0 ჩეპიტელი (13), 2:0 პაკეტა (22), 3:0 პიონტეკი (62)

თეგებისერია A
Loading...
სტატისტიკა
0.26385