კალათბურთი

15:50 | 10.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

მაკფადენის უქულო მატჩი ესპანეთში

თად მაკფადენის “იბეროსტარ ტენერიფემ” ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში მოულოდნელი მარცხი განიცადა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი უკანახაზელის გუნდმა ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფ “სან პაბლო ბურგოსს” უმასპინძლა და 83:88 წააგო. მაკფადენმა მოედანზე მხოლოდ 04:20 წუთი გაატარა და სამქულიანის აცილება მოასწრო.
ტენერიფელები 12 მოგებითა და 8 მარცხით მე-5 ადგილზე იმყოფებიან, მომდევნო მატჩს კი 2 მარტს, სტუმრად, “სარაგოსასთან” გამართავენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117992