ფეხბურთი

22:56 | 9.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი გაბედავას პოლონური დებიუტი - ორი ყვითელი ბარათი ორ წუთში

პოლონეთის ექსტრაკლასას გათამაშება ზამთრის შესვენების შემდეგ განახლდა. პოლონური ლიგა ქართველ ფეხბურთელთა სიმცირეს ნამდვილად არ განიცდიდა და იანვრის სატრანსფერო პერიოდში კიდევ უფრო გაიზარდა ჩვენებური ლეგიონის რიცხვი.

სოსნოვიცეს „ზაგლებიემ“, რომელშიც ორი ჩვენებური ჩაირიცხა, გიორგი გაბედავა და გიორგი ივანიშვილი, სტუმრად „სლასკს“ დაუპირისპირდა და 0:2 წააგო. ჩვენებურები ძირითადი შემადგენლობაში იყვნენ, მაგრამ მაინც და მაინც წარმატებული დებიუტი ვერ გამოუვიდათ.

ივანიშვილმა 61-ე წუთამდე ითამაშა, ხოლო გაბედავას 29-ე წუთზე მოუწია მოედნის დატოვება, იძულებით - გააძევეს. ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირმა ორი ყვითელი ბარათი ერთწუთიან ინტერვალში მიიღო (28-ე და 29-ე წუთებზე) და შედეგად, მსაჯმა წითელი ბარათი აუფრიალა.

მძიმე დღეშია თავად „ზაგლებიეც“, რომელიც 21 თამაშში მოპოვებული 12 ქულით ბოლო, მე-16 საფეხურზე უიმედოდ იმყოფება.

Loading...
0.105727