ფეხბურთი

22:23 | 9.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლევან ხარაბაძის გოლი შვეიცარიის სუპერლიგაში! (+VIDEO)

შვეიცარიის სუპერლიგაში სადებიუტო გოლი გაიტანა ლევან ხარაბაძემ. 19 წლის ქართველმა მარცხენა მცველმა თავი ციურიხის დერბიში, „ციურიხისა“ და „გრასჰოპერსის“ შეხვედრაში გამოიჩინა.

მე-7 წუთზე ლევანი საჯარიმოში იმყოფებოდა, როდესაც მასპინძლებმა კუთხური ჩააწოდეს და თავური დარტყმით გადაგზავნა ბურთი მეტოქის კარში.

„გრასჰოპერსმა“ 38-ე წუთზე პენალტით გაათანაბრა. თერთმეტმეტრიანი მას შემდგომ დაინიშნა, რაც საჯარიმოში ბურთი ხელზე ხარაბაძეს მოხვდა. თუმცა, „ციურიხმა“ მე-80 და 85-ე წუთებზე ორჯერ მოახერხა გატანა და პრინციპული მატჩი 3:1 მოიგო.

ხარაბაძემ შეუცვლელად ითამაშა და საკმაოდ აქტიურიც იყო. გოლის გარდა, ორჯერ ახლოს იყო დუბლის შესრულებასთან. 39-ე წუთზე საჯარიმოს მისადგომებიდან დაარტყა და მეკარემ აჯობა, ხოლო 49-ე წუთზე დაახლოებით 20 მეტრიდან გაისროლა და ბურთი ხარიხას მოხვდა.

აქვე გეტყვით, რომ ლევან ხარაბაძემ, რომელიც „ციურიხს“ ერთი თვის წინ „დინამოდან“ 1.5-წლიანი იჯარით შეუერთდა, სუპერლიგაში მეორე მატჩი ჩაატარა. დებიუტი ოთხი დღის წინ „სენტ გალენთან“ ჰქონდა და მაშინ ქუსლით საგოლე პასი მიითვალა. ახლა უკვე დერბიში გოლიც გაიტანა. მოკლედ, დასაწყისი დამაიმედებელია. ცნობისთვის, ლევანი შვეიცარიული გუნდის ევროპა ლიგის განაცხადშია. ამ ტურნირზე რამდენიმე დღეში ხარაბაძე და მისი თანაგუნდელები იტალიურ „ნაპოლის“ დაუპირისპირდებიან.

„ციურიხი“ 20 თამაშში მოპოვებული 28 ქულით მეოთხე ადგილზე იმყოფება და ევროსაგზურისთვის იბრძვის.

Loading...

კომენტარები (11)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
21:38 | 11.02.2019
araza-1918 (4814)

შვეიცარიასთან მარცხნივ გრიგალავა აჯობებს

18:20 | 10.02.2019
giomebo (1173)

დიდი იმედი გამოჩნდა ნაკრებისთვის, წარმატებები!

15:56 | 10.02.2019
სავაშა__ (6539)

იმედია ნაკრებში ძირითადში იქნება

15:03 | 10.02.2019
XoMe (965)

ნელნელა უფრო მოიხოდება, ცოტა დაცვაში უჭირს მაგრამ არაუშავს...

14:53 | 10.02.2019
ინტიმური საუბრები სპორტზე (KORBEN) (14124)

მშვენიერი ამბავია ქართული ფეხბურთისთვის. ნაკრების დაცვის მარცხენა ფლანგი საფიქრალს გვიტოვებდა და მგონი ღირსეული ცვლა გამოუჩნდა ნავალოვსკის. თუმცა ჯერ მაინც გიორგი იქნება ძირითადში.

12:35 | 10.02.2019
»Sport for pleasure (1377)

სასიხარულოა

09:31 | 10.02.2019
jermiza (190)

სერიოზული დასაწყისია, წარმატებები ლევან

02:33 | 10.02.2019
federer (17) (14051)

სიმართლე რომ ვთქვა დიდად არ ვიცნობ ამ ბიჭის თამაშს მაგრაც რაც დაიწერა პოზიტიურია, როგორც ჩანს კარგი შემტევი მცველია რაც თანამედროვე ფეხბურთში დიდად ფასობს. კარგი დამცბელი დღეს არაფერს ნიშნავს შეტევაშიც კარგი უნდა იყო. იმედია ეს ბიჭი პროგრესს გააგრძელებს და ნაკრებსაც გამოადგება.

01:46 | 10.02.2019
jorkaifi (78)

რა მაგარი კლიენტია იმენა რა სახე ქონდა რო გაშტანგა )))) მიდი ძმაო მიაწექი შენთან არის მთელი საქართველო

00:52 | 10.02.2019
O. Mertskhali (3462)

+1 ფეხბურთელი
მიდი-ხარა!

22:36 | 09.02.2019
Shevche (14368)

შეტევებში კარგად ერთვებოდა ხოლმე. ასაკობრივებში ნახევარმცველადაც თამაშობდა.
სწრაფიცაა და ფლანგის მცველისთვის, საკმაოდ მაღალიც. რო რამე, ცენტრალურ მცველებსაც დაეხმარება )
ცოტა დაცვაში უჭირდა ხოლმე. ესეც თუ გამოასწორა, მშვენიერი ვარიანტია ნაკრებისთვის. (ნავალოვსკის უკვე მირჩევნია, დაცვაში ისიც უსუსტესია).

0.175066