სხვა

20:14 | 9.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

სამტრედია პირველად დამარცხდა  

საქართველოს ჭაბუკთა ჩემპიონატი გაგრძელდა ზესტაფონის სპორტის სასახლეში და სეზონში პირველი წაგება იწვნია შარშანდელმა ჩემპიონმა, ხელბურთის კლუბმა სამტრედიამ, ვისაც 27-25 მოუგო ბათუმის „შავი ზღვის ბიჭებმა“.

ფრედ დასრულებული პირველი ტაიმის შემდეგ (11-11) ბათუმელებმა უკეთ ჩაატარეს მეორე ნახევარი, ხოლოჯამში 22 ბურთი გაიტანა სამმა მოთამაშემ - კახიძემ (6), კაკულიამ (8) და თურმანიძემ (6). სამტრედიელთაგან ყველაზე შედეგიანი იყო ხელისუფალი (7).

შედეგად, ბათუმის გუნდი 13 ქულით მესამე ადგილზე დარჩა და სამტრედია (17) - პირველზე, ოღონდ პოტენციური ლიდერი ორია - აჭარის გუნდმა 38-28 დაამარცხა ხელვაჩაური (ზაქარაძე 11, გაბაიძე 9 - ქორიძე 8), 15 ქულა დააგროვა და თამაშიც მარაგში აქვს. წინაა კიდევ ორი სათამაშო დღე, 16 თებერვალსა და 16 მარტს და არაა გამორიცხული, დასავლეთის ლიგის ჩემპიონი გამოვლინდეს ბოლო ტურში, სამტრედია-აჭარის მატჩში. ამ გუნდების პირველი წრის შეხვედრა ფრედ, 33-33 დასრულდა.

მესამე ადგილისთვის იბრძვიან ბათუმის გუნდი და ფოთის „ოქროს ვერძი“. ფოთელებმა დღეს ჯერ ფრედ ითამაშეს ქუთაისთან (17-17, ბჟალავა 6 - აბულაძე 9), ხოლო შემდეგ 34-15 მოუგეს წყალტუბოს. შედეგად, ბათუმს 13 ქულა აქვს, ფოთს 11 და ბათუმელების პირადი ბალანსიც უკეთესი აქვთ (24-12, 19-21).

დასავლეთში მორიგი, ბოლოსწინა ტური 16 თებერვალს ხელვაჩაურში გაიმართება, ხოლო ხვალ, თბილისში აღმოსავლეთის ლიგის თამაშებია. დასავლეთ-აღმოსავლეთის ჩემპიონები მარტში გაირკვევა, ამის შემდეგ კი შემდეგ გუნდები საქართველოს ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ.

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2018-19.

ჭაბუკები, 17 წლამდე

დასავლეთი, 9 თებერვალი, ზესტაფონი

აჭარა - ხელვაჩაური 38-28

ფოთი - ქუთაისი 17-17

ბსბ ბათუმი - სამტრედია 27-25

წყალტუბო - ფოთი 15-34

მსაჯები: ზ. აბრამიშვილი, თ. ბჟალავა, გ.გველესიანი, დელეგატი: გ. გვაზავა

------------------თ---მ---ფ---წ------ბ----ქ

სამტრედია----10--8---1---1--306-196--17

აჭარა------------9---7---1---1--269-221--15

ბსბ ბათუმი----10--6---1---3--245-225--13

ფოთი-----------10--5---1---4--217-200--11

ქუთაისი--------9---2---2---5--185-166---6

ხელვაჩაური--10---2---2---6--229-260---6

წყალტუბო----10---0---0--10--119-302---0

დარჩენილი სათამაშო დღეები:

16 თებერვალი, ხელვაჩაური

16 მარტი, ზესტაფონი

აღმოსავლეთი. თამაშობს 10 თებერვალს

----------------თ---მ---ფ---წ------ბ-----ქ

პეგასი--------11--11---0---0--264-82----22

ყვარელი------9---8---0---1--202-100---16

რუსთავი----11---7---0---4--263-242---14

ქარიშხალა---10---5---0---5--195-212--10

ქარელი-------11---5---0---6--188-211--10

გორი-----------9---3---0---6--146-187---6

ლაგოდეხი---10---1---0---9---65-167---2

თელავი-------9---0---0---9--121-243----0

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.172405