ჭიდაობა

12:41 | 9.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

სამი ოქრო ბულგარეთიდან

ბულგარეთში მიმდინარე "პეტკო სირაკოვის და ივან ილიევის" სახელობის საერთაშორისო ტურნირის პირველ ფინალურ დღეს საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა 23 წლამდელთა ნაკრებმა 3 ოქროს მედალი მოიპოვა.

საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, ჩემპიონები ივერი ჯულაყიძე (70 კგ.), ტარიელ გაფრინდაშვილი (79 კგ.) და დემურ მეგენეიშვილი (92 კგ.) გახდნენ. ჯულაყიძემ და მეგენეიშვილმა ბულგარელი მეტოქეები აშკარა უპირატესობით დაამარცხეს, გაფრინდაშვილმა ასევე იოლად - 11-0 სძლია სლოვაკ იაკუბს.

დღეს, 9 თებერვალს, ფინალში კიდევ სამ ქართველ ფალავანს ვიხილავთ. ოქროს მედლების მოპოვებას რობერტ დინგაშვილი (57 კგ.), ედემი ბოლქვაძე (65 კგ.) და გიორგი სულავა (74 კგ.) ეცდებიან.

დღესვე წინასწარი და ნახევარფინალური ეტაპის შეხვედრებს დარჩენილი 86, 97, 125 კგ. კატეგორიის ფალავნები გამართავენ, საქართველოს ღირსებას კი ზაურ ბერაძე (86 კგ.), ბექა ჭელიძე (97 კგ.) და ზურიკო ურთაშვილი (125 კგ.) დაიცავენ.

წინასწარი შეხვედრები 12:00 საათზე დაიწყო, ნახევარფინალები 18:00 საათიდანაა დაგეგმილი, ფინალური ბლოკი კი - 19:00 საათიდან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125141