ფეხბურთი

1:12 | 8.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

"დინამოში" კიდევ ერთი ესპანელი ჩაირიცხა

„დინამო თბილისის“ რიგებში კიდევ ერთი ესპანელი ფეხბურთელი ჩაირიცხა. როგორც დედაქალაქური გუნდის ვებგვერდი იტყობინება, მარცხენა მცველმა სერხიო ნოჩემ ერთწლიანი ხელშეკრულება გააფორმა.

26 წლის ნოჩე აქამდე „ალმერიას“ ახალგაზრდულ გუნდში, „სიუდად ვიკარში“, „ელინში“, „სანბოიაში“, „არანდინაში“ და „სან ფერნანდოში“ თამაშობდა.

ესპანელი ახალწვეული „დინამოს“ თურქულ შეკრებაზე ხვალ შეუერთდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.106782