სხვა

20:43 | 7.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

პეგასი მეორე ადგილზეა

ხელბურთის უმაღლეს ლიგაში ნათამაშები 10 ტურია. დღეს სპორტის სასახლეში პეგასმა 33-30 დაამარცხა თელავის სტუ-იმედი და მეორე ადგილზე გადაინაცვლა. სპორტის უნივერსიტეტმა მოუგო გორს, 40-38.

პეგასი-თელავი: https://www.youtube.com/watch?v=DDQ2T1XUkJs

ნიკოლოზ კალანდაძემ დასაწყისში ზედიზედ გაიტანა 3 გოლი, რამდენიმე ბურთი ზედიზედ მოიგერია მეკარე დიხამინჯიამ და პეგასმა დასაწყისი 5-1 მოუგო თელავის იმედს, თუმცა, იქვე ზედიზედ გაუშვა 5 ბურთი - 5-6. შემდეგ თამაშში სრულად ჩაერთო უკვე თელაველთა მეკარე ცინცაძე და ტაიმის ბოლოსკენ უკვე იმედი ლიდერობდა 5 ბურთით, ხოლო მას შემდეგ, რაც პეგასს ტაიმის ბოლო წუთზე ორი მოთამაშე გაუძევეს, ბაინაზიშვილმა სხვაობა ექვსამდე აიყვანა - 18-12.

მაგრამ დაიწყო მეორე ტაიმი და პირველი 6 წუთი პეგასმა 7-1 მოიგო: 19-19. ამის შემდეგ ანგარიში კიდევ სამჯერ გათანაბრდა, მაგრამ პეგასმა, ძირითადად კალანდაძის დამსახურებით (სულ 17 გოლი გაიტანა), უპირატესობა მოიპოვა. როდესაც ქათამაძემ რიცხობრივი უპირატესობა გამოიყენა, ანგარიში 29-25 გახდა და სათამაშო 9 წუთი იყო. პეგასმა უპირატესობა შეინარჩუნა, სეზონში მეორედაც დაამარცხა იმედი, 33-30 და 16 ქულით ქუთაისს დაეწია, ხოლო ლიდერს, ბათუმის „შავი ზღვის ბიჭებს“ ეს ორი გუნდი 2-2 ქულით ჩამორჩება.

სპორტუნმა რევანში აიღო გორთან, პირველ წრეში დამარცხებისთვის. აქ ლიდერი ბევრჯერ შეიცვალა. გორმა ტაიმი 21-17 მოიგო და ეს უდიდესი სხვაობა იყო მატჩში, მაგრამ შესვენების შემდეგ სპორტის უნივერსიტეტის გუნდმა გარდატეხა თამაში - 40-38. ორივე გუნდს 6-6 ქულა აქვს.

მეორე წრის საერთო ტური თებერვლის ბოლოს გაიმართება თბილისში. ყველა მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი და ჩანაწერი შეგიძლიათ იხილოთ აქ:

https://www.youtube.com/channel/UCc7vs-kXPE7R5SezSGa9cUA

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2018-19. კაცები. უმაღლესი ლიგა

აღმოსავლეთი. თბილისის სპორტის სასახლე, 7 თებერვალი

სპორტუნი - გორი 40-38

სპ: ხარაიშვილი - თიგიშვილი 7, ჭელიძე 7, აბაშიძე 6, ცხვარაშვილი 5, იობაშვილი 5, ერისთავი 4, ზურაბიანი 3, ჩიკვილაძე 3, ჩაკვეტაძე, გულდედავა, დელიბაშვილი, გურასპაული

გორი: თითირაშვილი - დალაქიშვილი 12, მჭედლიშვილი 10, ახალბედაშვილი 7, ზუბიაშვილი 5, ზოზიაშვილი 2, ნიაზაშვილი 2, ტარუაშვილი, შემშენოვი, ხუბულური

მსაჯები: ნ. კევლიშვილი - თ. კევლიშვილი, დელეგატი: ლ. გელაშვილი

პეგასი - იმედი-სტუ თელავი 33-30

პეგ: დიხამინჯია, გორგოძიანი, დგებუაძე - კალანდაძე 17, ზარნაძე 5, გრიშიკაშვილი 4, კუხალაშვილი 3, ბაძაღუა 2, შუბითიძე 1, ქათამაძე 1, ჭანტურია, კოხრეიძე, ჟვანია, მდივანი, გვაზავა, პატაშური

თელ: ცინცაძე, ხიდეშელი - ყორიაული 9, ცისკარიშვილი 6, დოლმაზაშვილი 5, მიქავა 4, გოგალაძე 3, იობაშვილი 2, ბაინაზიშვილი 1, გავაშელიშვილი, კორსანტია

მსაჯები: ი. ჭკუასელი - გ. გველესიანი, დელეგატი: ლ. გელაშვილი

------------------თ---მ---ფ---წ--------ბ-----ქ

BSB ბათუმი---10---9---0---1---432-275--18

პეგასი----------10---8---0---2---435-306--16

ქუთაისი-------10---8---0---2---394-280--16

იმედი-სტუ----10---7---0---3---357-305--14

გორი-----------10---3---0---7---367-421---6

სპორტუნი-----10---3---0---7—330-439---6

სამტრედია----10---1---1---8---272-378---3

წყალტუბო----10---0---1---9---237-411---1

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124377