ფეხბურთი

20:15 | 7.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

სალაჰი მარტში ეგვიპტის ნაკრების მატჩებს გამოტოვებს

ეგვიპტის ეროვნული ნაკრების და "ლივერპულის" შემტევი მოჰამედ სალაჰი მარტში გასამართ აფრიკის ეროვნებათა თასის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს გამოტოვებს. როგორც Liverpool Echo იუწყება, ეგვიპტის ფეხბურთის ფედერაციამ სალაჰის დასვენება გადაწყვიტა.

ეგვიპტეს ფინალური ტურნირის საგზური უკვე მოპოვებული აქვს და აღნიშნული გადაწყვეტილები მიზეზიც ესაა. 22 მარტს "ფარაონები" ნიგერის დაუპირისპირდებიან, ხოლო 26-ში ნიგერიასთან ამხანაგურ მატჩს გამართავენ.

სალაჰმა მიმდინარე სეზონში 33 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 19 გოლი და რვა საგოლე გადაცემა შეასრულა. აფრიკის თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე მოჰამედმა სამ მატჩში ოთხი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.218824