ჭადრაკი

17:47 | 7.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

სალომე მელია აჭარის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტად აირჩიეს

ბათუმში აჭარის ჭადრაკის ფედერაციის საარჩევნო ყრილობა გაიმართა. ყრილობაზე 33 დელეგატიდან 28 ხმით პრეზიდენტად 4 წლის ვადით ერთხმად აირჩიეს სალომე მელია. ასევე აირჩიეს გამგეობის წევრებიც.

სალომე მელია

საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი და პრიზიორი;

ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების მრავალგზის პრიზიორი;

2015 წლის ქალთა შორის მსოფლიო გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებული;

ევროპის გუნდური ჩემპიონატების პრიზიორი;

ევროპის საკლუბო ჩემპიონატების მრავალგზის გამარჯვებული ბათუმის "ნონა"-ს შემადგენლობაში;

სპორტის რაინდი;

საერთაშორისო საჭადრაკო ფედერაციის (ფიდე) შშმ კომისიის წევრი.

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრესსამსახური

0.116319