კალათბურთი

23:59 | 5.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინის 7 ქულა ბელგრადში

გიორგი შერმადინის "უნიკახამ" საკალათბურთო ევროთასის ჯგუფურ ეტაპზე დასკვნითი შეხვედრა ჩაატარა და პრინციპში უმოტივაციო თამაში ბელგრადში "ცრვენა ზვეზდასთან" 89:105 წააგო.

ქართველი ცენტრი მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 13:47 წუთში 7 ქულა, 4 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. გიორგიმ 4-დან 3 ორქულიანი და საჯარიმო ჩააგდო, 1 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც ერთხელ დაჯარიმდნენ.

მალაგელებმა G ჯგუფში ასპარეზობა 3-3 მოგება-წაგებითა და მე-2 ადგილზე დაასრულეს. შედეგად, შერმადინის გუნდი ევროთასის მეოთხედფინალში ბერლინის "ალბას" ეთამაშება. სერია ორ მოგებამდეა და 5-დან 13 მარტამდე გასტანს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120327