ფეხბურთი

22:12 | 5.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

დავით სხირტლაძე ლატვიის ჩემპიონში გადავიდა

დავით სხირტლაძე კარიერას ლატვიურ „რიგაში“ გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია ბალტიისპირელთა ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

25 წლის სხირტლაძე ბოლო 6 თვის განმავლობაში სლოვაკური „სპარტაკ ტრნავას“ რიგებში თამაშობდა, რომლის რიგებშიც 12 თამაში ჩაატარა (აქედან 4 ევროპა ლიგაზე).

მანამდე კი, ქართველმა შემტევმა კარიერის უმეტესი ნაწილი დანიაში, „ორჰუსისა“ და „სილკებორგის“ რიგებში გაატარა.

რაც შეეხება „რიგას“, ლატვიის მოქმედი ჩემპიონია და ზაფხულში ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114024