ფეხბურთი

21:46 | 5.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

"დინამოს" მესამე ფრე თურქეთში

„დინამო თბილისი“ თურქულ შეკრებას აგრძელებს და მესამე ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა. საქართველოს უტიტულოვანესი გუნდი ბოსნიურ „შიროკი ბრიეგს“ დაუპირისპირდა და შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე, 0:0 დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ „დინამომ“ თურქულ შეკრებაზე აქამდე გამართული ყველა მატჩი ფრედ დაასრულა. თუმცა, წინა შემთხვევებში გოლები გადიოდა, ამჯერად კი უგოლო სპარინგი შედგა.

„დინამო თბილისი“ რჩება თურქეთში მომდევნო ამხანაგურ მატჩს 11 თებერვალს, სლოვენიურ „მარიბორთან“ ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112641