ფეხბურთი

19:03 | 5.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ნუკრი რევიშვილმა კარიერა დაასრულა

საქართველოს ნაკრების ყოფილმა მეკარემ ნუკრი რევიშვილმა კარიერა დაასრულა. ამის შესახებ „პირველ არხს“ თავად განუცხადა. რევიშვილის თქმით, კარიერა დაასრულა, მაგრამ ფეხბურთში რჩება, თუმცა ამ ეტაპზე არ დაუკონკრეტებია, რა პოზიციაზე გააგრძელებს მუშაობას.

„ჩემთვის ერთ-ერთი რთული ცხოვრებისეული გადაწყვეტილება მივიღე, რომელიც ყოველთვის ვიცოდი, რომ ადვილი არ იქნებოდა – ჩემი პროფესიონალური საფეხბურთო კარიერა დავასრულე. მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ ადამიანს, ვინც მონაწილეობდა ჩემი, როგორც ფეხბურთელის ჩამოყალიბებაში, ვინც გვერდით მედგა და მეხმარებოდა. იმათაც მადლობა, ვინც გვერდში არ მედგა, მაგრამ ძალას მაძლევდნენ, ვყოფილიყავი უფრო ძლიერი.ჩემი საფეხბურთო კარიერა სრულდება, მაგრამ ფეხბურთიდან არ მივდივარ, რადგან მე ფეხბურთის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია. იწყება რაღაც ახალი ეტაპი, ახალი გამოწვევებით, რაც ძალიან საინტერესოა და სიამოვნებას მანიჭებს. ფეხბურთის წყალობით ცხოვრება მშვენიერია. გმადლობთ – წარმატებები ქართულ ფეხბურთს”, - ციტირებს რევიშვილის სიტყვებს „პირველი არხი“.

31 წლის ნუკრი რევიშვილმა საფეხბურთო კარიერა ქუთაისის „ტორპედოში“ დაიწყო. სხვა და სხვა დროს ასევე იცავდა „რუბინის“, „ანჟის“, „კრასნოდარის“, „დილას“, „ვალეტას“, „ტოსნოს“, „მორდოვიას“, თბილისის „დინამოს“, „დაჩიას“ ღირსებას, ხოლო ბოლოს „რუსთავის“ რიგებში ირჯებოდა.

საქართველოს ნაკრებში ნუკრის დებიუტი 18 წლის ასაკში, 2005 წელს ჰქონდა. მას შემდეგ მან „ჯვაროსნების“ კარი 33 შეხვედრაში დაიცვა. მათ შორის, ხორვატიასთან (1:0) და ესპანეთთან (1:0) ისტორიულ მატჩებში, რომლებიც საქართველოს გამარჯვებით დასრულდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.167717