ფეხბურთი

19:23 | 4.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ირაკლი სიხარულიძე "ლოკომოტივში" დაბრუნდა

თბილისის „ლოკომოტივმა“ ირაკლი სიხარულიძე გაიფორმა. როგორც „რკინიგზელთა“ ვებგვერდი იტყობინება, მხარეებს შორის ერთწლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

სიხარულიძე „ლოკომოტივში“ 2017 წელსაც თამაშობდა და ეროვნულ ლიგაში 25 გოლით საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

ამის შემდეგ ქართველმა ფორვარდმა კარიერა უცხოეთში გააგრძელა. ჯერ ჩეხურ „სლოვაცკოში“, მერე კი ლტვიურ „რიგასში“ ჩაირიცხა, თუმცა ფეხი ვერცერთ გუნდში მოიკიდა და სამშობლოში დაბრუნდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.098886