ფეხბურთი

12:10 | 4.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

სალას თვითმფრინავი იპოვეს

ემილიანო სალას დაკარგული თვითმფირნავი თითქმის ორი კვირის შემდეგ იპოვეს. Sky Sports-ის ცნობით, თვითფრინავის ნაწილები გერნსის კუნძულთან ახლოს, ლა მანშის ფსკერზე იპოვეს.

მომხდარის შესახებ დაუყოვნებლის აცნობეს სალას ოჯახს, მაგრამ ამ დროისთვის დაუდგენელია და არ ვრცელდება ცნობა არგენტინელი ფეხბურთელისა და პილოტის ცხედრების პოვნის შესახებ. როგორც გამოცემა წერს, უახლოეს რადიუსზე მათი ძებნა გრძელდება.

შეგახსენებთ, 22 იანვარს, ემილიანო სალა ნანტიდან კარდიფში მიფირნავდა, როდესაც ლა მანშის სრუტის თავზე მყოფი ლაინერი რადარებიდან გაქრა. მას შემდეგ ორი კვირა გავიდა, მაგრამ ჯერჯერობით დაკარგულ ადამიანებს ვერ მიაკვლიეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116912