ფეხბურთი

18:02 | 3.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

გორის "დილამ" ტოგოელი შემტევი გაიფორმა (+VIDEO)

გორის „დილა“ ახალი სეზონისთვის გაძლიერებას განაგრძობს და ტოგოელი შემტევი დიდიე კუგბენია დაიმატა. როგორც შიდა ქართლური გუნდის ვებგვერდი იტყობინება, ფეხბურთელთან 2.5-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

შედეგად, ტოგოელი გორელთა საკუთრებაში 2021 წლის ზაფხულამდე იქნება. კუგბენია 23 წლის მარცხენა შემტევია, რომელიც აქამდე ისრაელის ჩემპიონატში, კერძოდ, ნეთანიას „მაკაბიში“ თამაშობდა. ამ გუნდის რიგებში დიდიემ 2016 წლიდან დღემდე 76 მატჩში 19 გოლი გაიტანა.

მიმდინარე სეზონში ისრაელის ჩემპიონატში რვაჯერ ითამაშა, თუმცა გოლი არ გაუტანია. გაცილებით წარმატებული სეზონი ჰქონდა შარშან, როდესაც 32 თამაშში თავი 6-ჯერ გამოიჩინა.

23 წლის აფრიკელს მთელი კარიერა ისრაელში აქვს გატარებული და „მაკაბიმდე“ „აშდოდის“, „ბეითარისა“ და კირიათ გათის „მაკაბის“ ღირსებას იცავდა.

აქვე გეტყვით, რომ დიდიე კუგბენიას ტოგოს 20-წლამდე ნაკრებში ოთხ თამაშში 2 გოლი აქვს გატანილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122938