ფეხბურთი

12:15 | 3.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჟარდიმი: "ფსიქოლოგიურად ადვილი არ იყო, მაგრამ მაინც გავიმარჯვეთ"

"მონაკოს" მთავარმა მწვრთნელმა ლეონარდუ ჟარდიმმა "ტულუზასთან" მოგებული ლიგა 1-ის 23-ე ტურის მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ მისმა გუნდმა მაღალ დონეზე იასპარეზა და ასეთი თამაშით გუნდი შედეგს მიაღწევს.

"ლუი II-ზე დაბრუნება ემოციური იყო, ფეხბურთელებმა კი დამაჯერებლად ითამაშეს და ვულოცავ გუნდს ამ გამარჯვებას. მომდევნო 15 მატჩში ქულები ძალიან გვჭირდება, მე მარტო მომავალზე ვისაუბრებ, წარსულში რაც მოხდა, დავიწყებულია. წარუმატებელი სერიის შემდეგ ფსიოლოგიურად ადვილი არ იყო ამ მატჩის მოგება, მაგრამ მაინც გავიმარჯვეთ. გუნდმა მაღალ დონეზე იასპარეზა და ასეთი თამაშით შედეგს მივაღწევთ." - ციტირებს "მონაკოს" ვებგვერდი ჟარდიმის სიტყვებს.

"მონაკომ" ლიგა 1-ში ბოლოს 4 დეკემბერს გაიმარჯვა. გუნდმა მეოთხე გამარჯვება მოიპოვა და 18 ქულით მე-18 ადგილზე იმყოფება. მომდევნო მატჩს ჟარდიმის გუნდი სტუმრად "მონპელიესთან" 10 თებერვალს ჩაატარებს.

სტატისტიკა
0.237653