ფეხბურთი

0:45 | 3.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

არაბულის გოლი და დვალის დებიუტი უნგრეთში (+VIDEO)

უნგრეთის ჩემპიონატი ზამთრის პაუზის შემდეგ განახლდა, სადაც ქართველი ლეგიონერები გამოდიან. ერთი ქართული გოლიც გავიდა და ერთი ქართული დებიუტიც შედგა.

ბაჩანა არაბულის „პუშკაშ აკადემიამ“ სტუმრად გათამაშების ერთ-ერთ ლიდერ და მოქმედ ჩემპიონ „ვიდისთან“ დიდი ანგარიშით, 3:0 გაიმარჯვა. არაბული მოედანზე 75-ე წუთზე მაშინ გამოჩნდა, როცა მისი გუნდი 2:0 იგებდა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა. ჩვენებურმა თავი 88-ე წუთზე გამოიჩინა. 25 წლის ქარტველმა თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში მე-16 თამაში ჩაატარა და მე-5 გოლი მიითვალა.

„პუშკაშ აკადემია“ კი 19 ტურის შემდეგ 24 ქულით მეცხრე პოზიციაზე იმყოფება.

„ფერენცვაროშის“ რიგებში დებიუტი ჰქონდა ლაშა დვალს. მოგეხსენებათ, ქართველი მცველი სერგეი რებროვის გუნდს იანვარში, პოლონური „პოგონიდან“ შეუერთდა. დვალმა „ჰონვედთან“ პრინციპულ შეხვედრაში დაცვის ცენტრში შეუცვლელად ითამაშა. მატჩი კი მისმა გუნდმა 1:0 მოიგო და 42 ქულით ლიდერობა განიმტკიცა. „ფერენცვაროში“ მეორეადგილოსან „ვიდის“ 8 ქულით უსწრებს.

გიორგი ბერიძის „უიპეშტი“ სტუმრად „დებრეცენს“ უგოლოდ დაუზავდა, ხოლო ქართველმა შემტევმა 69 წუთი ითამაშა. „უიპეშტს“ 29 ქულა აქვს და მეხუთე ადგილზეა.

„ჰალადასი“ საკუთარ მოედანზე „კისვარდასთან“ 0:1 დამარცხდა. დამარცხებულთა შორის შეუცვლელად ითამაშა ბუბა დაუშვილმა. მისი გუნდი კი, მძიმე ვითარებაშია, მხოლოდ 9 ქულა აქვს და ბოლო ადგილზე უიმედოდ იმყოფება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110497