ფეხბურთი

11:56 | 2.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ალი - საუკეთესო და რეკორდსმენი

ყატარის ნაკრების თავდამსხმელი ალმოეზ ალი აზიის თასის საუკეთესო ფეხბურთელი და საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ალიმ ტურნირი 9 გოლით დაასრულა და ყველას აჯობა.

აღსანიშნავია, რომ ერთი გოლი ფინალშიც გაიტანა. თანაც, ულამაზეს სტილში, „მაკრატელა“ დარტყმით.

საერთოდ, ალმოეზ ალი აზიის თასის რეკორდსმენიც გახდა. აქამდე აზიის თასის ერთ კონკურეტულ გათამაშებაში 9 გოლი არავის ჰქონდა გატანილი. ყატარელმა შემტევმა ირანული ფეხბურთის ლეგენდის, ალი დაეს რეკორდი გააუმჯობესა.

შეგახსენებთ, ყატარის ნაკრებმა აზიის 2019 წლის თასის ფინალში იაპონია 3:1 დაამრცხა და აღნიშნული ტურნირი ისტორიაში პირველად მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117707