ფეხბურთი

21:42 | 1.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

"დინამოს" მეორე ფრე თურქულ შეკრებაზე

„დინამო თბილისი“ აგრძელებს თურქეთში შეკრებას და დღეს მეორე სპარინგ მატჩი გამართა. თბილისელთა მეტოქე ამჯერად „სპარტაკ სუბოტიცა“ გახლდათ და შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში სერბებმა 56-ე წუთზე ჯინიჩის გოლით გახსნეს. „დინამომ“ მარცხს თავი ბოლო წუთზე, გიორგი კუხიანიძის გოლით დააღწია, რომელმაც მოახერხა ანგარიშის გათანაბრება და „დინამოში“ სადებიუტო გოლის გატანაც.

აქვე გეტყვით, რომ დინამოელები ოთხი დღის წინ პლოვდივის „ლოკომოტივს“ (2:2) დაუზავდნენ, ხოლო მორიგ სპარინგს 5 თებერვალს, ბოსნიურ „შიროკი ბრიეგთან“ გამართავს.

0.12369