ფეხბურთი

19:46 | 1.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

საბა ლობჟანიძემ კიტეიშვილს "შტურმს" გაუტანა (+VIDEO)

თურქეთში შეკრებაზე მყოფი ოთარ კიტეიშვილის გრაცის „შტურმი“ საბა ლობჟანიძის „რანდერსს“ დაუპირისპირდა და 2:3 წააგო. ორივე ქართველი ფეხბურთელი მოედანზე იყო.

ლობჟანიძემ კი, გოლის გატანაც შეძლო. 23-ე წუთზე, როდესაც „რანდერსი“ მარცხდებოდა (0:1), საბამ ავსტრიელთა დაცვის ხაზის ჩავარდნით ისარგებლა და კარიდან გამოსულ მეკარეს ადვილად და ტექნიკურად გაუტანა. საბოლოოდ, დანიელებმა შეხვედრა 3:2 მოიგეს.

„რანდერსმა“ დაასრულა თურქული შეკრება და 10 თებერვლიდან დანიის სუპერლიგას განაახლებს „ოლბორგთან“ მატჩით. „შტურმი“ კი გააგრძელებს სპარინგების ჩატარებას.

0.121726