კალათბურთი

12:27 | 1.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჯეიმსი გუნდს 24 ქულით დაუბრუნდა, „ფილადელფიამ“ „გოლდენ სტეიტი“ დაამარცხა

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ექვსი შეხვედრა გაიმართა.

ლოს ანჯელესურ დერბში „კლიპერსი“ "ლეიკერსს“ დაუპირისპირდა. „ლეიკერსს“ გუნდის ლიდერი ლებრონ ჯეიმსი ერთთვიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა და გუნდს 24 ქულა, 14 მოხსნა, 9 პასი და ერთი ჩაჭრა შესძინა. „მეფემ“ 6-დან ერთი სამქულიანი, 16-დან 8 ორქულიანი და 7-დან ხუთი საჯარიმო სროლა ჩააგდო. მატჩის ძირითადი დრო 112:112 დასრულდა. დაამტებით 5-წუთეულში ლებრონ ჯეიმსის და ლენს სტივენსონის კარგი თამაშის წყალობით „ლეიკერსმა“ 123:120 იმარჯვა. „კლიპერსში“ 24 ქულით უილიამსი გამოირჩა.

„გოლდენ სტეიტი“ შინ „ფილადელფიასთან“ 104:113 დამარცხდა. მატჩში გადამწყვეტი მესამე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც ფილადელფიელებმა 42:26 მოიგეს. ყველაზე მეტი 41 ქულა სტეფ კარიმ ჩააგდო. „ფილადელფიაში“ 26-26 ქულით ემბიდი და სიმონსი გამოირჩნენ. კამერუნელმა 20 მოხსნით ორმაგი დუბლი მიითვალა. „ოქროს შტატელები“ 36 მოგებით 15 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში პირველ ადგილზე არიან.

“მილოუკი ბაქსმა“ გასვლაზე „ტორონტოს“ 105:92 მოუგო და აღმოსავლეთ კონფერენციაში პირველ ადგილზე გადაინაცვლა, ხოლო კანადელები მეორე პოზიციაზე არიან. „მილოუკი“ მეორე პერიოდში დაწინაურდა, „ტორონტო“ დარჩენილი დრო მდევრის როლში გახლდათ. მატჩში ყველაზე მეტი 28 ქულა სიაკამმა ჩააგდო. „მილოუკმა“ გუნდური კალათბურთი ითამაშა და შვიდ მოთამაშეს 10 და მეტი ქულა ჰქონდათ ჩაგდებული, მათ შორის ყველაზე მეტი 19 ქულა იანის ადეტოკუმპომ ჩააგდო.

„დეტროიტ პისტონსი“ – „დალას მავერიკსი“ 93:89 (19:21, 26:28, 18:21, 30:19)

https://www.youtube.com/watch?v=gEwcPGWIRYU

„ორლანდო“ – „ინდიანა“ 107:100 (24:19, 27:29, 18:25, 38:27)

https://www.youtube.com/watch?v=e1zKoWdPmhw

„ტორონტო“ – „მილოუკი“ 92:105 (25:22, 22:34, 29:31, 16:18)

https://www.youtube.com/watch?v=bFo2qz6kJi0

„სან ანტონიო“ – „ბრუკლინი“ 117:114 (29:25, 23:26, 33:38, 32:25)

https://www.youtube.com/watch?v=z_RvN1oeikg

„გოლდენ სტეიტი“ – „ფილადელფია“ 104:113 (35:30, 25:23, 26:42, 18:18)

https://www.youtube.com/watch?v=FO2gkPcbPVg

„კლიპერსი“ – „ლეიკერსი“ 120:123 (26:32, 27:22, 22:33, 37:25, ო.ტ. 8:11)

https://www.youtube.com/watch?v=5o5bBkE5Sy8

თეგებინბა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117783