ფეხბურთი

0:00 | 1.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

"მარსელმა" მიტროღლუ გაანათხოვრა

საბერძნეთის ეროვნული ნაკრების და "მარსელის" თავდამსხმელი კონსტანტინოს მიტროღლუ "გალათასარაიში" 2020 წლის ივლისამდე იჯარის წესით ითამაშებს. აღნიშნული ინფორმაცია თურქული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

მიტროღლუ ფრანგულმა კლუბმა 2017 წელს "ბენფიკადან" იჯარის წესით დაიმატა. მიმდინარე სეზონში ბერძენმა "მარსელის" რიგებში 20 მატჩი ჩაატარა და სამი გოლი გაიტანა. მარიო ბალოტელის გუნდში მოსვლის შემდეგ კი თავდასხმის ხაზში კონკურენცია გაიზარდა და მიტროღუმ გუნდიდან წასვლა არჩია.

0.160899