ფეხბურთი

22:43 | 31.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ნიუკასლის" სარეკორდო ტრანსფერი

პარაგვაის ეროვნული ნაკრების და აწ უკვე "ატლანტა იუნაიტედის" ყოფილი შემტევი ნახევარმცველი მიგელ ალმირონი "ნიუკასლში" გააგრძელებს კარიერას. როგორც "კაჭკაჭების" ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, სამხრეთამერიკელმა მოთამაშემ კლუბთან კონტრაქტი 2024 წლის ივლისამდე გააფორმა. ფეხბურთელის სანაცვლოდ "ნიუკასლმა" 21 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადა, რაც კლუბის რეკორდია.

მიგელმა კარიერა პარაგვაის კლუბ "სერო პორტენოში" დაიწყო და 2015 წელს არგენტინულ "ლანუსში" გადავიდა. 2017 წლის იანვარში ალმირონი ამერიკულ კლუბში გადავიდა და გასულ სეზონში MLS-ის გამარჯვებული გახდა. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 13.5 მილიონი გირვანქა სტერლინგია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109829