ფეხბურთი

1:57 | 31.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

დაკოდილი „ლივერპული“

“ლივერპულმა“ „სიტის“ საჩუქარი ვერ გამოიყენა და ახლა „ქალაქელებს“ „ოდენ“ ხუთი ქულით უსწრებს. თუმცა, „ლესტერთან“ 1:1 მერსისაიდელი ქომაგებისთვის ცუდი შედეგი არ უნდა იყოს. ერთი რომ, პრემიერლიგის 24-ე ტური ლიდერებისთვის ერთობ უიღბლო გამოდგა: „სიტიმ“ და „ჩელსიმ“ წააგეს, „მანჩესტერი“ ბოლო წამებზე გადაურჩა „ბარნლისთან“ მარცხს, „ტოტენჰემმა“ კი მოიგო, მაგრამ ხეირიანი თამაში არც მათ უჩვენებიათ ნახევრად ცარიელ „უემბლიზე.“

მეორეც, გამარჯვების შემთხვევაში, „ლივერპული“ შვიდი ქულით გაუსწრებდა „სიტის,“ თუმცა, მადლობლები უნდა იყვნენ, ქულაც რომ მოიპივეს. კლოპის ბიჭებმა თავბრუდამხვევად დაიწყეს თამაში და მე-3 წუთზე უკვე იგებდნენ, გოლი სადიო მანემ გაიტანა. მაგრამ, მერე თითქოს მოეშვნენ და სტუმარი „მელიები“ „ენფილდის“ ბატონ-პატრონები გახდნენ. რამდენჯერმე უნდა გაეტანათ, ლივერპულელთა მეკარე ალისონმაც კინაღამ „თავისებურები“ ჩაატრა, მაგრამ ამჯერად გაუმართლა. ამიტომ, მაგუაირის გამათანაბრებელი „გასახდელის“ გოლი არავის გაკვირვებია.

მეორე ტაიმში კი სტუმრებმა აშკარად აჯობეს მრისხანე ლივერპულელებს. დაცვაშიც მწყობრად იდგნენ და ლამის 90 წუთი პრესინგით არ დაიღალნენ. მასპინძლებს არაფერი გამოსდიოდათ ქაოსური წვალების გარდა. არც ფანტზია, არც ჟინი. თუ წინა შეხვედრასაც გავიხსენებთ „კრისტალ პალათან“ (4:3), სადაც მერსისაიდელებს მთლად კარგი შთაბეჭდილება არ დაუტოვებიათ, „სიტისთან“ ხუთქულიანი ჰანდიკაპიც მთლად დიდ უპირატესობადაც აღარ მოჩანს.

„ჩელსიმ“ ხომ საერთოდ გადარია თავისი ქომაგები. ოთხი უპასუხო გოლი „ბორნმუთისგან,“ ეს უკვე მეტისმეტი იყო. „არისტოკრატები“ თავადაც ვერ იჯერებდნენ, იმას რაც მოედანზე ხდებოდა. თუმცა „ალუბლებმა“ დამსახურებულად გაიმარჯვეს. დუბლი მიითვალა ჯოშუა კინგმა, თითოც დევიდ ბრუკსმა და შცვლაზე სამი წუთის შესულმა ჩარლი დენიელსმა დაამატეს.

„ლურჯების“ არგენტინელმა ახალწვეულმა, გონსალო იგუაინმა პრემიერლიგაში პირველად მოირგო „ჩელსის“ მაისურა, მაგრამ უხეირო დებიუტი გამოუვიდა. აკი, 65-ე წუთზე ოლივიე ჟირუთი შეცვალეს კიდეც.

ინგლისი

პრემიერლიგა. 24-ე ტური. 30 იანვარი

ბორნმუთი - ჩელსი 4:0

ბორნმუთი. „ვიტალიტი.“ 10 227

1:0 კინგი (47), 2:0 ბრუკსი (63), 3:0 კინგი (74), 4:0 დენიელსი (90+5)

ბორნმუთი: ბორუცი, სმიტი, აკე, კუკი, კლაინი, ფრეიზერი (დენიელსი 90+2), სურმანი, სტანისლასი (მეფამი 90+6), გოსლინგი, ბრუკსი (აიბი 68), კინგი

მწვრთნელი: ედი ჰაუ

ჩელსი: კეპა, ასპილიკუეტა, ლუისი, რუდიგერი, ემერსონი, ჟორჟინიო, კანტე, კოვაჩიჩი (ლოფტუს-ჩიკი 77), პედრო (ვილიანი 61), იგუაინი (ჟირუ 65), აზარი

მწვრთნელი: მაურიციო სარი

მსაჯი: როჯერ ისტი

გაფრთხილება: სურმანი (73)

ლივერპული - ლესტერი 1:1

ლივერპული. „ენფილდი.“ 53 092

1:0 მანე (3), 1:1 მაგუაირი (45+2)

ლივერპული: ალისონი, მატიპი, ვან დეიკი, რობერტსონი, ჰენდერსონი, ვეინალდუმი, კეიტა (ლალანა 67), შაჩირი (ფაბინიო 87), მანე , სალაჰი, ფირმინო (სტარიჯი 82)

მწვრთნელი: იურგენ კლოპი

ლესტერი: შმაიხელი, პერეირა, ევანსი, მაგუაირი, ჩილველი, ოლბრაიტონი, მენდი, ნდიდი, გრეი (ოკაზაკი 84), მედისონი (ჩუდჰური 75), ვარდი (იჰეანაჩო 90)

მწვრთნელი: კლოდ პიუელი

მსაჯი: მარტინ ატკინსონი

გაფრთხილება: მატიპი (16); მაგუაირი (42), პერეირა (50), ჩილველი (90+4)

ტოტენჰემი - უოტფორდი 2:1

ლონდონი. „უემბლი.“ 29 164

0:1 კატკარტი (38), 1:1 სონი (80), 2:1 ლიორენტე (87)

ტოტენჰემი: ლორისი, როუზი, ალდერვეირელდი, სანჩესი, ვერტონგენი (ლამელა 79), ორიე (მოურა 46), უინკსი, სისოკო (ტრიპიერი 69), ერიკსენი, სონი, ლიორენტე

მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო

უოტფორდი: ფოსტერი, ჰოლებასი, მარიაპა, კატკარტი, იანმატი, პერეირა, კაპუ, კლევერლი (უილმოტი 66), ჰიუზი, დინი, დელოფეუ (საქსესი 61)

მწვრთნელი: ხავი გარსია

მსაჯი: გრემ სკოტი

გაფრთხილება: მარიაპა (46), კაპუ (74), ოლებასი (90+1), საქსესი (90+3)

საუთჰემპტონი - კრისტალ პალასი 1:1

0:1 ზაჰა (41), 1:1 უორდ-პროუსი (77)

Loading...
სტატისტიკა
0.393847