კალათბურთი

1:33 | 31.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინის 10 ქულა ესპანურ დუელში

საკალათბურთო ევროთასის მორიგ მატჩში გიორგი შერმადინის “უნიკახა” “ვალენსიას” დაუხვდა და ესპანური დაპირისპირება 69:72 წააგო.

ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 24:15 წუთში 10 ქულა, 6 მოხსნა და 3 ჩაჭრა მიითვალა. შერმადინმა 5-დან 3 ორქულიანი და 4-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.
შედეგად, გიორგის სარგებლიანობის კოეფიციენტი 17-ს გაუტოლდა და მალაგელთა რიგებში ის მხოლოდ ხაიმე ფერნანდესს (21) ჩამორჩა, რომელმაც 20 ქულა ჩააგდო.
“უნიკახას” 3 მოგებითა და 2 მარცხით G ჯგუფში მე-2 ადგილი უკავია და ცნობილია, რომ ევროთასის მეოთხედფინალში სწორედ ამ პოზიციით გააღწევს. პლეი ოფში მალაგელთა მეტოქე ბერლინის “ალბა” იქნება.
მანამდე, შერმადინსა და მის თანაგუნდელებს ჯგუფურ ეტაპზე სერბულ “ცრვენა ზვეზდასთან” შეხვედრა ელით, თუმცა, 5 თებერვალს დაგეგმილ მატჩს სატურნირო დატვირთვა აღარ გააჩნია.

Loading...
0.160005