ძიუდო

21:27 | 30.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

50 ათასი გურამ თუშიშვილს!

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ერთ-ერთ ლიდერი გურამ თუშიშვილი (+100 კგ.) 50 ათასი დოლარით დააჯილდოვა. აღნიშნული პრეზიდენტ მარიუს ვიზერის თაოსნობით მოხდა, რომელმაც წლის გამორჩეული ძიუდოისტების წახალისების ტრადიცია უკვე 3 წელია დაამკვიდრდა.

ჯამური საპრიზო ფონდი ტრადიციულად 220 ათასი დოლარი გახლდათ, საიდანაც კაცთა და ქალთა რეიტინგებში საუკეთესოებს – თუშიშვილსა (8102 ქულა) და ფრანგ კლარის აგბენენუს (63 კგ. 8256) 50-50 ათასი გადაეცათ, დანარჩენი წონების ლიდერებმა კი, მათ შორის საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ვარლამ ლიპარტელიანმა 10-10 ათასი მიიღეს.
შეგახსენებთ, რომ ძიუდოში ახალმა სეზონმა სტარტი გასულ კვირას ისრაელში თელ ავივის გრან პრით აიღო, 9-10 თებერვალს კი, წლის პირველ გრანდ სლემს საფრანგეთის დედაქალაქი პარიზი უმასპინძლებს.
აქვე იმ ძიუდოისტთა ჩამონათვალიც, რომლებიც საერთაშორისო ფედერაციამ გამოარჩია:

ქალები
48 კგ. დარია ბილოდიდი (უკრაინა)
52 კგ. ამანდინ ბუშარ ნორდმეიერი (საფრანგეთი)
57 კგ. ცუკასა იოშიდა (იაპონია)
70 კგ. ჩიზურუ არაი (იაპონია)
78 კგ. გუუსიე სტეენჰუისი (ჰოლანდია)
+78 კგ. იდალის ორტიზი (კუბა)

კაცები
60 კგ. რობერტ მშვიდობაძე (რუსეთი)
66 კგ. ჰიფუმი აბე (იაპონია)
73 კგ. ან ჩანგრიმი (სამხრეთ კორეა)
81 კგ. საეიდ მოლაეი (ირანი)
90 კგ. ნიკოლოზ შერაზადიშვილი (ესპანეთი)
100 კგ. ვარლამ ლიპარტელიანი (საქართველო)

Loading...
0.115249