ძიუდო

14:35 | 30.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

შოთა ხაბარელი: "ძიუდოისტები შერიგდნენ, ისინი პატრიარქმა დალოცა"

"ძიუდოისტები შერიგდნენ და პატრიარქმა დალოცა", - ამის შესახებ პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ შოთა ხაბარელმა ჟურნალისტებს საპატრიარქოსთან განუცხადა.

მისივე თქმით, ძიუდოს ფედერაციაში წელიწადია უკვე დაპირისპირებაა და დღეს ეს საკითხი უკვე ამოწურულია.

„ძიუდოისტები შერიგდნენ, პატრიარქმა დალოცა და დარწმუნებული ვარ, რომ ეს დაპირისპირება აღარ უნდა იყოს, რადგან ეს იყო ყველას ნება, რომ პატრიარქს დაელოცა და შეერიგებინა. მთელი წელი მიმდინარეობდა სპორტსმენებს შორის დაპირისპირება, რაც ყველაზე ცუდი იყო", - განაცხადა ხაბარელმა.

საპატრიარქოში იმყოფებოდა ასევე ძიუდოს ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი.

„ძიუდოს ფედერაციაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო, სიტუაცია არ იყო დალაგებული. აქედან გამომდინარე, უწმინდესის თხოვნით და ლოცვა-კურთხევით მთელი ნაკრები, ძიუდოს ოჯახი სრული შემადგენლობით იყო მოსული, უწმინდესმა დაგვლოცა და მისი ლოცვა-კურთხევით გავერთიანდით", - განაცხადა ლიპარტელიანმა.

www.ipn.ge

Loading...
0.141791