კალათბურთი

12:43 | 30.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჰარდენმა ჯორდანის რეკორდი გაიმეორა

"ჰიუსტონ როკეტსის" ლიდერი ჯეიმს ჰარდენი მაიკლ ჯორდანის შემდეგ, ნბა-ს ისტორიაში, გახდა პირველი კალათბურთელი, რომელმაც ერთი თვის განმავლობაში 600 და მეტი ქულა ჩააგდო. ჰარდენს 610 ქულა დაუგროვდა.

ჯორდანმა 600 ქულაზე მეტი 1987 წლის მარტის თვეში დააგროვა. იმ თვეში ჯორდანი საშუალოდ ერთ შეხვედრაში 37.1 ქულას აგროვებდა. ხოლო ჰარდენი საშუალოდ ერთ შეხვედრაში 36.3 ქულას, 8.2 პასს და 6.6 მოხსნას აგროვებს.

0.120454