ფეხბურთი

3:30 | 30.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ღამურების" ორწუთიანი სასწაული (+VIDEO)

ესპანეთის სამეფო თასის მეოთხედფინალში „ვალენსიამ“ „ხეტაფეს“ უმასპინძლა თითქმის შეუძლებელი შეძლო. ამ გუნდთა პირველი მატჩი ერთი კვირის წინ მადრიდში, „ხეტაფემ“ 1:0 მოიგო და „მესტალიაზეც“, პირველი წუთზე ხორხე მოლინას გოლით დაწინაურდა.

შედეგად, მადრიდელები ორი მატჩის ჯამში 2:0 დაწინაურდნენ და „ღამურებს“ დარჩენილ დროში უცილობლივ სამი უპასუხო გოლი უნდა გაეტანათ. „ვალენსიამ“ ანგარიში 61-ე წუთზე გაათანაბრა, ხოლო შემდეგ სტუმრები კაცნაკლულნი დარჩნენ ჯენეს გაძევების გამო.

მიუხედავად ამისა, „ხეტაფე“ ინარჩუნებდა სასურველ ანგარიშს. თუმცა, მატჩის ბოლო ორ წუთში „ვალენსიამ“ მცირე სასწაული შემოგვთავაზა. მსაჯის მეორე დამატებულ წუთზე მეორე გოლი გაიტანა, დაწინაურდა, მაგრამ ეს მაინც არ იყო საკმარისი ნახევარფინალის საგზურისთვის. და, ერთ წუთში მესამე, გამარჯვების გოლი გაიტანა. გოლი, რომელმაც ნახევარფინალში გაიყვანა. ნიშანდობლივია, რომ „ხეტაფეს“ კარი სამჯერვე „ღამურების“ ფორვარდმა როდრიგომ დალაშქრა.

„ვალენსია“ – „ხეტაფე“ 3:1 (0:1)

გოლები: 0:1 მოლინა (1), 1:1 როდრიგო (61), 2:1 როდრიგო (90), 3:1 როდრიგო (90)

0.09932