ფეხბურთი

23:20 | 29.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლაზარ მარინი: "საქართველოდან კარგი მოგონებები და ემოციები მიმაქვს"

ქუთაისის „ტორპედო“ ბულგარელმა ლეგიონერმა ლაზარ მარინმა დატოვა. აღნიშნულ ინფორმაციას იმერული გუნდის ფეისბუქგვერდი ავრცელებს. იქვე, მარინის კომენტარია გამოქვეყნებული, რომელშიც ამბობს, რომ საქართველოდან ბევრი დადებითი მოგონება მიჰყვება.

"მინდა, კლუბს მადლობა გადავუხადო კარგი მიღებისთვის. "ტორპედოს" ხელმძღვანელობა მენდო და განვითარების საშუალება მომცა. მადლობა ჩემს გუნდელებს, რომლებმაც, ენის ბარიერის მიუხედავად, ჩემთან მაინც გამონახეს საერთო ენა, რის ხარჯზეც ადაპტაცია მალე გავიარე. მადლობა სამწვრთნელო შტაბს ნდობისთვის.

სამწუხაროდ, ჩემი ქართული კარიერა ხანმოკლე გამოდგა, მაგრამ საქართველოდან ბევრი კარგი მოგონება და დაუვიწყარი ემოციები მიმაქვს. ბედნიერი ვარ, რომ "ტორპედოში" ვითამაშე. მიხარია, რომ გაგიცანით. მიხარია, რომ ასეთი ფანებისთვის ვითამაშე. საქართველოში აუცილებლად ჩამოვალ და იმედი მაქვს, ერთმანეთს კიდევ შევხვდებით" , - ციტირებს მარინის სიტყვებს „ტორპედოს“ ვებგვერდი.

შეგახსენებთ, რომ ლაზარ მარინი „ტორპედოს“ გასული წლის ზაფხულში პლოვდივის „ბოტევიდან“ შეუერთდა. 24 წლის ბულგარელმა მცველმა ყველა ტურნირის ჩათვლით იმერული გუნდის მაისური 26-ჯერ მოირგო და 2 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.131269