ფეხბურთი

17:27 | 29.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჯაბა ლიპარტია უკრაინის ჩემპიონატში ბრუნდება

თბილისის „ვიტ ჯორჯიას“ ყოფილი ფეხბურთელი ჯაბა ლიპარტია უკრაინაში ბრუნდება და კარიერას კიევის „არსენალში“ გააგრძელებს. TK Futbol 1/2-ის ცნობით, 31 წლის ქართველი უკვე გუნდის ბაზაზეა და იგორ ლეონოვის გუნდთან ერთად ვარჯიშობს.

ტრანსფერის ოფიციალურად დადასტურებს უახლოეს საათებში ელოდებიან. ხელშკრულების პირობები კი, ამ ეტაპზე არ ხმაურდება.

ლიპარტიამ კარიერა თბილისის „თბილისში“ დაიწყო, საიდანაც 2006 წელს „ვიტ ჯორჯიაში“ გადავიდა. 2010 წელს ჩვენებურმა ლუგანსკის „ზორიაში“ გააგრძელა კარიერა, სადაც 2017 წლამდე დარჩა. ლუგანსკელთა რიგებში ჯაბამ 167 მატჩში 14 გოლი გაიტანა და 18 საგოლე პასი მიითვალა.

2017 წელს ლიპარტია „ანჟიში“ გადაბარგდა, თუმცა დაღესტნური გუნდი მალევე დატოვა და საქართველოში დაბრუნდა. ეროვნული ლიგის გასულ სეზონში ორი იმერული გუნდის წევრი იყო - ჯერ „ტორპედოში“, მერე „სამტრედიაში“ ითამაშა.

აქვე გეტყვით, რომ ჯაბა ლიპარტიას საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ორი მატჩი აქვს ჩატარებული. კიევის „არსენალი“ კი, უკრაინის პრემიერლიგაში 18 ტურის შემდეგ ბოლო, 12 ადგილზე იმყოფება და მხოლოდ 8 ქულა აქვს მოპოვებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11851