ფეხბურთი

17:00 | 29.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

"იბრაჰიმაშვილი" - ოქრიაშვილს ყაზახური მედია ყაზახეთთან აკავშირებენ

საქართველოს ნაკრების შემტევი თორნიკე ოქრიაშვილი უკვე თვეზე მეტია უგუნდოდაა. ჯერჯერობით, „ოქრიმ“ ვერ იპოვა სასურველი გუნდი და ამიტომაც, ინტერესი დიდია - სად გააგრძელებეს კარიერას.

სატრანსფერო ფანჯარა იხურება, თუმცა, თორნიკე თავისუფალი აგენტია და ახალ გუნდში გადასვლა ნებისმიერ დროს შეუძლია. ყაზახური მედია კი, ჩვენებურს „ასტანასთან“ აკავშირებს - ყაზახეთის საუკეთესო გუნდთან, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობს ხოლმე, უარეს შემთხვევაში - ევროპა ლიგაზე.

Sports.kz-მ ამასთან დაკავშირებით წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც ოქრიაშვილი ნახსენებია, როგორც „იბრაჰიმაშვილი“ (ზლატან იბრაჰიმოვიჩთან გაიგივების გამო). აღნიშნულ სტატიას უცვლელად გთავაზობთ:

„Sports.kz თქვენ ყურადღებას უთმობს საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველ თორნიკე ოქრიაშვილის, რომელიც მალე შესაძლოა „ასტანას“ წევრი გახდეს.

ოქრიაშვილმა კარიერა „გაგრაში“ დაიწყო, რის შედეგადაც 2010 წელს „შახტარში“ გადავიდა. თუმცა, დონეცკელთა რიგებში არ უთამაშია და ჯერ „ილიჩევეცში“ გაანათხოვრეს, მერე - „ჩერნომორეცში“. 2014 წელს თორნიკე ბელგიურ „გენკში“ გადავიდა, რასაც მოჰყვა თურქული „ეშქიშეჰირსფორი“ იჯარით და ბოლოს რუსული „კრასნოდარის“ ფეხბურთელი იყო, რომლის ღირსებას 2016-2018 წლებში იცავდა.

2009-2010 წლებში საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში ითამაშა, რის შემდეგაც ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს. ეროვნულ ნაკრებში 26 წლის ნახევარმცველს 36 მატჩში 9 გოლი აქვს გატანილი და 3 საგოლე პასი მითვლილი. ყაზახეთის ნაკრების წინააღმდეგ სამჯერ ითამაშა და ერთხელ გოლიც გაიტანა, ამხანაგურ მატჩში 2016 წელს (1:1).

საინტერესო ფაქტები

ოქრიაშვილი - დიდი უნივერსალია. კარიერის განმავლობაში რვა სხვა და სხვა პოზიციაზე ითამაშა. შეუძლია ითამაშოს, როგორც შემტევ ნახევარმცველად, ისე მეორე თავდამსხმელად. მარჯვენა და მარცხენა ფლანგებზეც.

Transfermarkt.de-ს მონაცემებით, 800 ათასი ევრო ღირს, ხოლო მისმა ფასმა ყველაზე დიდ სიმაღლეს 2014 წელს მიაღწია, როდესაც „გენკის“ ღირსებას იცავდა - 2 მილიონი ევრო. „გენკმაც“ თითქმის იგივე გადაუხადა მის სანაცვლოდ „შახტარს“ – 1.8 მილიონი ევრო.

თორნიკე ვერ დაიკვეხნის ევროტურნირებზე მნიშვნელოვანი გამოცდილებით. ევროპა ლიგაზე მხოლოდ სამი მატჩი ჩაატარა, ჯამში 11 წუთი. თუმცა, „სევილიასთან“ 6 წუთი საკმარისი გამოდგა იმისთვის, რომ შეცვლაზე შესულიყო და გამარჯვების გოლი გიჟური დარტყმით გაეტანა (2:1).

საინტერესოა, რომ თითქმის ასეთივე გოლი მანამდე „ზენიტს“ გაუტანა, რომელიც ასევე გამარჯვების იყო (94-ე წუთზე).

ასეთი „მაკრატელების“ შემდეგ ქართველებმა „იბრაჰიმაშვილი“ შეარქვეს - ანალოგიურად ფანტასტიკური გოლები გააქვს ზლატან იბრაჰიმოვიჩსაც.

2016 წელს, ოქრიაშვილი საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, ხოლო „კრასნოდარში“ - თვის. „ჩერნომორეცში“ თამაშისას მიიღო ჯილდო, „სეზონის ჯოკერი“ - შეცვლაზე შესვლისთვის და თამაშების ბედის გადაწყვეტისთვის.

სამი წლის წინ ოქრიაშვილს „მარსელთან“ კონტრაქტი პრაქტიკულად გაფორმებული ჰქონდა, მაგრამ ხელშეკრულების გაფორმების დღეს ფრანგულ გუნდს პრეზიდენტი შეეცვალა, რომელმაც გარიგება ჩაშალა და გუნდში თავისი ფავორიტი მიიყვანა“, - წერს ყაზახური გამოცემა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117535