ფეხბურთი

12:17 | 29.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

სოლსკიაერი: „ეგებ, წლეულსაც მოგვეგო რაიმე“

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა, ოლე გუნარ სოლსკიაერმა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ მისი გუნდი რაიმე პრიზის მოგებას მიმდინარე სეზონშიც შეეცდება.

„პრემიერლიგის საუკეთესო ოთხეულში მოხვედრა ჩვენი ოცნება არ არის. ჩვენ „მანჩესტერ იუნაიტედი“ ვართ და ყოველთვის უნდა ვცდილობდეთ ჩემპიონობას. შესაძლოა, ამ სეზონში არ გამოგვივიდეს, მაგრამ წინ უნდა ვიყუროთ და ძველი „მანჩესტერი“ გავხდეთ.

ახლა ჩემპიონთა ლიგაში და ქვეყნის თასზეც ვასპარეზობთ ამიტომ, მხოლოდ ოთხეულში მოხვედრაზე არ ვფიქრობთ. საკუთარ თავს უნდა ვკითხოთ: ეგებ, წლეულსაც მოგვეგო რაიმე? ადრეც მითქვამს, რომ ყოველ მატჩს იმ განწყობით ვხვდებით, რომ აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ.“ - განუცხადა ნორვეგიელმა სპეციალისტმა Goal-ს.

23 ტურის შემდეგ, 44 ქულით, „მანჩესტერი“ პრემიერლიგაში მეექვსე ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112123