ფეხბურთი

10:48 | 29.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ხოჭოლავას კონკურენტმა "შახტარი" დატოვა

დონეცკის „შახტარის“ აწ უკვე ყოფილი ცენტრალური მცველი იაროსლავ რაკიცკი კარიერას სანქტ-პეტერბურგის „ზენიტში“ გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია ორივე გუნდის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

რაკიცკიმ რუსულ გუნდთან 3.5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და სეზონში ანაზღაურების სახით 3 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. თავად „შახტარმა“ კი 29 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 12 მილიონი მიიღო. რაკიცკის აქამდე „შახტარის“ გარდა სხვა გუნდში არ უთამაშია, ხოლო „მეშახტეთა“ რიგებში 2009 წლიდან ირჯებოდა.

საინტერესოა, რომ რაკიცკი დონბასელთა მთავარი ცენტრალური მცველი გახლდათ. ასე, რომ ჩვენებურ დავით ხოჭოლავას მაღალი დონის კონკურენტი აღარ ეყოლება უკრაინულ გუნდში.

ამჟამად „შახტარში“ ხოჭოლავას გარდა, სამი ცენტრალური მცველი, სერგეი კრივცოვი, ვალერი ბონდარენკო და ივან ორდეცი ირიცხებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118699