ფეხბურთი

11:49 | 29.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ინძაგი მიხაილოვიჩმა შეცვალა

იტალიის სერია A-ს ბინადარ „ბოლონიას“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს - სინიშა მიხაილოვიჩი. როგორც „როსობლუს“ ვებგვერდი გვამცნობს, სერბ სპეციალისტთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე გაფორმდა, რომელიც ერთი წლით იმ შემთხვევაში გახანგრძლივდება, თუ „ბოლონია“ სერია A-ში ადგილს შეინარჩუნებს.

მიხაილოვიჩმა ხსენებულ პოსტზე ფილიპო ინძაგი შეცვალა, რომელიც „ფროზინონესთან“ საშინაო მარცხის (0:4) შემდეგ დაითხოვეს. „ბოლონია“ ძალიან ცუდად თამაშობს მიმდინარე სეზონში და 21 ტურის თავზე 14 ქულით გასავარდნ ზონაშია.

რაც შეეხება მიხაილოვიჩს, ამ გუნდში ადრეც, 2008-2009 წლების სეზონში უმუშავია. სხვა და სხვა დროს სერბი „კატანიას“, „ფიორენტინას“, სერბეთის ნაკრებს, „სამპდორიას“, „მილანს“, „ტორინოსა“ და „სპორტინგს“ ავარჯიშებდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126709