ფეხბურთი

11:12 | 29.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსი" ბენატიამ დატოვა

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილი ფეხბურთელი მეჰდი ბენატია კარიერას ყატარში, „ალ-დუჰაილში“ გააგრძელებს. როგორც „იუვეს“ ვებგვერდი იტყობინება, 31 წლის მცველის სანაცვლოდ 8 მილიონი ევრო გაიღეს აზიელებმა, რასაც 2 მილიონი ბონუსის სახით დაემატება.

თავად ბენატია კი გავრცელებული ცნობით, სეზონში 5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს და „ალ-დუჰაილს“ ბედი სამი წლით დაუკავშირა.

აღსანიშნავია, რომ „იუვენტუსს“ ორი ცენტრალური მცველი, ლეონარდო ბონუჩი და ანდრეა ბარძალი ჰყავს დაშავებული, მაგრამ ბენატია მაინც გაასხვისა. ამჟამად, მასიმილიანო ალეგრის განკარგულებაში ორი ჯანმრთელი ცენტრალური მცველია - ჯორჯო კიელინი და დანიელე რუგანი.

თუმცა, ტურინელებმა რომის "ლაციოდან" უკვე დაიბრუნეს მარტინ კასერესი და ურუგვაელის ტრანსფერის გაოფიციალურებას დღეს ვარაუდობენ.

შეგახსენებთ, ბენატია „იუვენტუსში“ 2016 წლიდან თამაშობდა. ამ დროის განმავლობაში მაროკოელმა 59 მატჩში 5 გოლი გაიტანა. ორ-ორჯერ მოიგო სკუდეტო და იტალიის თასი, ხოლო ერთხელ იტალიის სუპერთასი.

0.148883