ფეხბურთი

2:26 | 29.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლევან მჭედლიძე მოედანს დაუბრუნდა (+VIDEO)

საქართველოს ნაკრების ფორვარდი ლევან მჭედლიძე ერთკვირიანი უქმობის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა და „ჯენოასთან“ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

ლევანი თამაშში 58-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც მისი გუნდი მარცხდებოდა (0:1). 64-ე წუთზე კი, ტოსკანელებმა ანაგრიშის გათანაბრება შეძლეს, თავი ჯოვანი დი ლორენცომ გამოიჩინა. საგულისხმოა, რომ საგოლე კომბინაციაში ჩვენებურიც მონაწილეობდა - იაქტიურა, მეკარეს და მცველებს ხელი შეუშალა, რის შედეგადაც ბურთი დი ლორენცოს მიუვიდა და უპრობლემოდ გაიტანა.

თუმცა, „ემპოლიმ“ მაინც წააგო, რადგან დარჩენილ დროში ორი გოლი გაუშვა. ტოსკანურ გუნდს 21 ტურის თავზე 17 ქულა აქვს და მე-17 პოზიციაზე იმყოფება. მჭედლიძეს კი, მიმდინარე სეზონში 6 შეხვედრა აქვს ჩატარებული, მაგრამ გოლი არ გაუტანია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114757