კალათბურთი

1:57 | 29.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბითაძის 10 ქულა და გამარჯვება ადრიატიკის ლიგაზე (+VIDEO)

ადრიატიკის ლიგის მე-17 ტურში მორიგი გამარჯვება მოიპოვა გოგა ბითაძის „ბუდუჩნოსტმა“, რომელმაც სტუმრად „პეტროლ ოლიმპია“ 77:72 დაამარცხა.

მონტენეგროელებმა მეორე პერიოდში მოიპოვეს სოლიდური უპირატესობა, რომლის აღმოფხვრა „ოლიმპიამ“ მატჩის დასრულებამდე ვერ შეძლო. საერთოდ, მეორე მეოთხედი ერთადერთი ათწუთეული გამოდგა, რომელიც „ბუდუჩნოსტის“ სასარგებლოდ დასრულდა, მაგრამ სხვაობა იმდენად დიდი იყო, რომ (30:15), საკმარისი გამოდგა გამარჯვებისთვის.

ბითაძემ პარკეტზე 22:31 წუთი გაატარა და ხსენებულ დროში 10 ქულა, 6 მოხსნა, 1 პასი და 2 დაფარება მიითვალა. გოგამ 7-დან 4 ორქულიანი და 5-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.

19 წლის ქართველი მატჩის დასაწყისშივე დაიტვირთა 4 ფოლით და ამან გარკვეულწილად ხელი შეუშალა საკუთარი პოტენციალის სრულად წარმოჩენაში. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტმა კი, 11 შეადგინა, რაც თანაგუნდელთა შორის მესამე მაჩვენებელი გახლდათ.

„ბუდუჩნოსტს“ 17 ტურის შემდეგ 12 მოგებითა და 5 წაგებით მესამე ადგილი უკავია. ადრიატიკის ლიგაში მონტენეგროელები მომდევნო მატჩს 4 თებერვალს, შინ „მორნარ ბართან“ გამართავენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116976