ფეხბურთი

18:57 | 28.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბენზემა "რეალის" მეექვსე გოლეადორია

ესპანეთის ჩემპიონატის 21-ე ტურის მატჩში "რეალმა" "ესპანიოლი" 4:2 დაამარცხა.

"სამეფო კლუბის" ფრანგმა შემტევმა ქარიმ ბენზემამ ორი გოლი გაიტანა და კლუბის მაისურით 209 გატანილი გოლი დაუგროვდა.

ბენზემა "რეალის" გოლდეადორებს შორის მეექვსე ადგილზე გადავიდა, ქარიმმა უგო სანჩესს გადაასწრო, რომელსაც 208 გოლი აქვს გატანილი. "რეალის" მაისურით ყველაზე მეტი 450 გოლი კრიშტიანუ რონალდუს აქვს გატანილი

"რეალის" საუკეთესო გოლეადორები:

1. კრიშტიანუ რონალდუ - 450 - გოლი

2. რაული - 323

3. ალფრედო დისტეფანო - 308

4. სანტილანა - 290

5. ქარიმ ბენზემა - 209

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.105792