კალათბურთი

14:11 | 27.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

დეტროიტელი ვილი ისიანის 20 ქულა ამერიკის სტუდენტურ ლიგაში

ვილი ისიანის საუკეთესო მატჩი ამერიკის სტუდენტურ ლიგაში. “დეტროიტ მერსი ტიტანსის” ქართველმა ფორვარდმა “ინდიანაპოლის პერდიუ იაგუარსთან” მატჩში 20 ქულა ჩააგდო. სამწუხაროდ დეტროიტელებმა ეს მატჩი 65:80 დათმეს.

ვილი ისიანი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 28 წუთი გაატარა. ქართველი ფორვარდი მეტოქის ფარს მხოლოდ 3-ქულიანებით უტევდა და 13 ცდაში 6 შორი სროლა ჩააგდო. ისიანმა 2-დან 2 საჯარიმოც მიითვალა და ჯამში 20 ქულა და 1 მოხსნა მმოაგროვა.

ისიანს, რომელიც 204 სანტიმეტრია, საოცარი სტატისტიკა აქვს. მან “დეტროიტში” 4 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 8 ქულას ისე აგროვებს, 2-ქულიანი არ უსვრია. მთლიანიბაში ვილის 31 სამქულიანი აქვს ნასროლი და 14 ჩაგდებული, რაც ტანმაღალი კალათბურთელისთვის გამორჩეული და მაღალი შედეგია.

“დეტროიტ მერსი ტიტანსს” 10-გუნდიან “ჰორაიზონის” კონფერენციაში 5 მოგება და 4 მარცხი აქვს და მე-5 ადგილზე იმყოფება. მორიგ მატჩს დეტროიტელები შინ, 1 თებერვალს, კლივლენდის უნივერსიტეტთან გამართავენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11808