ფეხბურთი

21:45 | 26.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ფიფამ მოდესტეს "კიოლნში" ტრანსფერი დაბლოკა

მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ ანტონი მოდესტეს "კიოლნში" ტრანსფერი დაბლოკა. ფიფას მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, მაშინ როდესაც "ტიანცზიანს" ფეხბურთელისთვის დიდი თანხა ჰქონდა გადასახდელი, ფრანგმა კონტრაქტი გაწყვიტა, რაც საეჭვო მოქმედებაა.

მოდესტემ ჩინური კლუბი გასული წლის ზაფხულში დატოვა და ყოფილ კლუბ "კიოლნში" მას შემდეგ ვარჯიშობს. "ტიანცზიანს" ფინანსური პრობლემები აქვს და ფეხბურთელებს ყიდის. ჯერჯერობით უცნობია გაასაჩივრებს თუ არა გერმანული კლუბი აღნიშნულ გადაწყვეტილებას.

მოდესტე "კიოლნში" 2015 წელს "ჰოფენჰაიმიდან" გადავიდა და "თხების" რიგებში ჩატარებულ 73 მატჩში 45 გოლი გაიტანა.

სტატისტიკა
0.294274