ფეხბურთი

0:20 | 27.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ვალიადოლიდმა" გვარდიოლა დაიმატა

"ვალიადოლიდმა" "კორდობას" აწ უკვე ყოფილი თავდამსხმელი სერხი გვარდიოლა დაიმატა. როგორც ესპანური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, 27 წლის ფეხბურთელმა ახალ კლუბთან კონტრაქტი 2023 წლის ივლისამდე გააფორმა. "ვალიდოლიდმა" კი ტრანსფერში ხუთი მილიონი ევრო გადაიხადა.

გვარდიოლა "კორდობამ" 2017 წელს "გრანადადან" დაიმატა და ერთ წელიწადში "ხეტაფეში გაანათხოვრა. მიმდინარე სეზონში სერხიმ ხუთი მატჩი ჩაატარა და თავი ვერ გამოიჩინა. "კორდობას" მაისურით კი გვრადიოლამ 42 შეხვედრაში 24 გოლი გაიტანა და რვა საგოლე გადაცემა შეასრულა.

სტატისტიკა
0.268361