ფეხბურთი

2:32 | 26.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჟარდიმი "მონაკოში" დაბრუნდა

ფრანგულ „მონაკოს“ ლეონარდო ჟარდიმი დაუბრუნდა. ამის შესახებ მონეგასკთა ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება. პორტუგალიელი სპეციალისტი ტიერი ანრის შეცვლის, რომელმაც იგივე ჟარდიმი 3.5 თვის წინ ჩაანაცვლა.

მოკლედ, ლუზიტანელი სპეციალისტი „მონაკოში“ დაბრუნდა და 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. საქმიანობას კი სამშაბათიდან შეუდგება, როდესაც „მონაკო“ საფრანგეთის ლიგის თასის 1/2 ფინალში „გენგამს“ დაუპირისპირდება.

იქამდე ლიგა 1-ში „თავადებს“ „დიჟონთან“ ფრანკ პასი უხელმძღვანელებს. აქვე გეტყვით, რომ ტიერი ანრი ერთი დღის წინ გაათავისუფლეს წარუმატებელი შედეგების გამო.

რაც შეეხება ჟარდიმს, „მონაკოში“ 2014-2018 წლებში მუშაობდა და გუნდი საფრანგეთის ჩემპიონი გახდა, ხოლო ერთხელ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გაიყვანა.

სტატისტიკა
0.223154