ფეხბურთი

21:45 | 25.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ზუგდიდის სტადიონზე ჭერი ჩამოინგრა

ზუგდიდის ახალ სტადიონზე, რომელიც ჯერ კიდევ არ გახსნილა, ჭერი ჩამოინგრა. ამის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში გავრცელდა, საიდანაც ნათელია, რომ არენა მძიმე ვითარებაშია.

სტადიონის მშენებლობა 2016 წელს დაიწყო და ექსპლუატაციაში 2017 წლის სექტემბრის ბოლოს უნდა შესულიყო, თუმცა იმთავითვე პრობლემები წარმოიშვა - მოედნის საფარი უხარისხი იყო, რასაც ბეტონის ჯებირიც დაემატა, რომელსაც დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა.

ახლა უკვე სტადიონის შიდა ინტერიერიც გამოვიდა მწყობრიდან, მაშინ, როდესაც ზუგდიდის ახალ არენაზე ერთი მატჩიც კი არ ჩატარებულა.

შეგახსენებთ, სტადიონი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დაკვეთით შპს „დაგიმ“ ააშენა. პროექტის ღირებულება 20 მილიონი ლარი იყო, სტადიონის ტევადობა კი 7 200 მაყურებელზეა გათვლილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.144334