ფეხბურთი

20:20 | 25.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ვაკო ყაზაიშვილის მწვანე ბარათი

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ვაკო ყაზაიშვილმა მწვანე ბარათი მოიპოვა და აშშ-ში ცხოვრების უფლება მიიღო. შედეგად, „სან ხოსეში“ 25 წლის ჩვენებური ლეგიონერად აღარ ჩაითვლება.

აღნიშნულ ინფორმაციას „მიწისძვრების“ ვებგვერდი ოფიციალურად ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ვაკო ამიერიდან ლეგიონერების ადგილს აღარ დაიკავებს.

აქვე გეტყვით, „სან ხოსეში“ ამჟამად 9 ლეგიონერია: დანიელ ვეგა, გურამ კაშია, ჰაროლდ კანინგსი, მარკოს ლოპესი, ჟოელ ქვიბერგი, მაგნუს ერიკსონი, ჟადსონი, დენი ჰოსენი და კრისტიან ესპინოზა.

შეგახსენებთ, ყაზაიშვილი „სან ხოსეში“ 2017 წლიდან თამაშობს და ამერიკულ გუნდში ჩატარებულ 46 მატჩში 15 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124269