სხვა

22:40 | 25.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ძალოსანთა ოლიმპიური წონითი კატეგორიები

ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის ოფიციალურმა საიტმა გამოაქვეყნა იმ წონითი კატეგორიების ჩამონათვალი, რომლებშიც ძალოსნობაში ოლიმპიური მედლები გათამაშდება. კაცები: 61 კგ, 67 კგ, 73 კგ, 81 კგ, 96 კგ, 109 კგ, +109 კგ; ქალები: 49 კგ, 55 კგ, 59 კგ, 64 კგ, 76 კგ, 87 კგ, +87 კგ. (2016 წლის თამაშებზე კაცები 8 წონაში გამოდიოდნენ, ქალები - 7-ში. ამჯერად კაცთა და ქალთა წონითი კატეგორიები გათანაბრდა და 7-7 გახდა).

წინა თამაშებთან შედარებით, შეიცვალა არა მხოლოდ წონითი კატეგორიები, არამედ სპორტსმენთა შერჩევის წესი. თუ აქამდე ოლიმპიური ლიცენზიები გუნდური შედეგების მიხედვით თამაშდებოდა, ტოკიოს საგზურებისთვის ბრძოლა ძალოსნებს ინდივიდუალურად მოუწევთ. პირველი სალიცენზიო შეჯიბრება შარშან, ნოემბერში აშხაბადში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატი იყო. საკვალიფიკაციო ტურნირები 2020 წლის აპრილამდე გაგრძელდება და სწორედ იმ დროისთვის საბოლოოდ გაირკვევა ლიცენზიანტთა ვინაობა.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის რეკომენდაციით და ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის თანხმობით, კაცთა და ქალთა თითოეულ წონით კატეგორიაში ოლიმპიადაზე მაქსიმუმ 14 სპორტსმენი გამოვა. ამასთან, ერთ ქვეყანას მაქსიმუმ 8 სპორტსმენის (4 კაცი, 4 ქალი) გამოყვანა შეეძლება, თანაც - თითო სპორტსმენისა თითოეულ წონაში.

www.geonoc.org.ge

0.105316