ფეხბურთი

23:35 | 24.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

"საბურთალომ" თურქული შეკრება რუმინულ გუნდთან გამარჯვებით დაიწყო

საქართველოს ჩემპიონმა „საბურთალომ“ თურქული შეკრება გამარჯვებით დაიწყო. ბელეკში მყოფი გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი რუმინულ „ვიტორულს“ დაუპირისპირდა და მეტოქე 2:1 დაამარცხა.

ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს რუმინელებმა გახსნეს, თავი ლეცამ გამოიჩინა. „საბუთალომ“ პირველივე ტაიმში მოახერხა დიასამიძის გოლით ანგარიშის გათანაბრება. გამარჯვების გოლი კი მატჩის მიწურულს, კერძოდ 81 წუთზე ჩაბრაძემ გაიტანა.

„საბურთალო“ ბელეკში მზადებას გააგრძელებს და სპარინგებს კიდევ ჩაატარებს. ბელეკში სერბულ „ნაპრედაკთან“ და მაკედონიურ „რაბოტნიჩკთან“.

6 თებერვლიდან გუნდი ლარაში გადაინაცვლებს, სადაც შემდეგი სპარინგშეხვედრებია დაგეგმილი: შვედურ „სირიუსთან“, ბოსნიურ „სარაევოსთან“, რუსულ „ახმატთან“ და ყაზახურ „კაისართან“. მომდევნო მატჩი კი, „ნაპრედაკის“ წინააღმდეგ 28 იანვარს გაიმართება.

„ვიტორული“ – „საბურთალო“ 1:2 (1:1)

გოლები: 1:0 ლეცა (43), 1:1 დიასამიძე (45), 1:2 ჩაბრაძე (81)

საბურთალო: მიგინეიშვილი, მალი, მარგველაშვილი, ჯინჯოლავა, ლაკვეხელიანი, გორგიაშვილი, ალთუნაშვილი, დიასამიძე, შინდაგორიძე, ვაგნერი, დვალიშვილი.

მეორე ტაიმში ითამაშეს: კაკუბავა, ჩაბრაძე, ელვინ ტერა, გი, გვარაძე, გულიაშვილი, კოხრეიძე, გოშთელიანი.

თეგებისაბურთალო
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115256